Total Pageviews

Thursday, May 14, 2015

ორქიდეა

ორქიდეების სილამაზემ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ისეთი ადამიანებიც კი, ვისაც ყვავილები არ უყვარს. მათ ტყუილად არ უწოდებენ ბუნების საოცრებას, სასწაულს... 
უამრავი ჯიშის ორქიდეა არსებობს.
ეს მცენარე ქალივითაა, ერთხელ თუ მიგიზიდა და თავბრუ დაგახვია, მისი სიყვარული სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. ორქიდეა ძალიან მგრძნობიარეა, ის დადებითად განაწყობს და მუხტავს ადამიანს.
საინტერესო ის არის, რომ ორქიდეას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მას ანტიკური პერიოდიდან ვხვდებით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ჩინეთში ამ ყვავილებს ეთაყვანებოდნენ კიდეც. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და ერთ-ერთმა პირველმა ბოტანიკოსმა თეოფრასტმა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 375 წელს უწოდა ამ ყვავილს "ორქისი". ძველ საბერძნეთში კი მიაჩნდათ, რომ ორქიდეა პოტენციას ამაღლებდა.
ზრდასრული ორქიდეის მისაღებად 5 წელი, ზოგიერთი ჯიშისთვის კი 10 წელია საჭირო. ორქიდეის 30000 ჯიში არსებობს. გარდა სილამაზისა და უცნაური, მრავალფეროვანი ფორმებისა, ის მკვეთრი ფერებითა და საოცარი სურნელებითაც გამოირჩევა.
საინტერესოა ისიც, რომ ორქიდეის თვისებები დიდად არის დამოკიდებული მის ჯიშზე, მაგალითად ერთი ჯიში სურნელს მხოლოდ დღისით გამოსცემს, მეორე – მხოლოდ ღამით, მესამე - დღისით სხვანაირ სურნელს აფრქვევს, ხოლო ღამით სხვანაირს და ასე შემდეგ. ორქიდეის ყვავილობა სამი კვირიდან სამ თვემდე გრძელდება, ის ამ მხრივაც განსხვავდება სხვა ყვავილებისგან.
შეგიძლიათ ორქიდეები სახლის პირობებშიც გაამრავლოთ, არსებობს სპეციალური ჯიშები, რომლებიც სწორედ ქოთანში ხარობს. მათ იმდენად განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ, რამდენადაც უცნაური: ამ ყვავილს არ უყვარს შეწუხება, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად საჭიროებს გადარგვას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფესვები ქოთანში აღარ ეტევა. კარგია თუ მის ფოთლებს თბილი წყლით დანამავთ. აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატი, მას სითბო უყვარს.

"ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია,სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი _ სპეციალური ანათალი, რომელიცყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვისსჭირდება _ დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგისპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირიგახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგადრომ გაიჟღინთოს. ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას _ ქოთნითუნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდეუნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს,შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ.იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმანესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს.
ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არუნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამოდანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით _აუცილებელია.
ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ დაგადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება.სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი.
რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის,მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლისბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავემეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი.
ორქიდეას არ უყვარს, როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზესუნდა მოვარიდოთ".
ორქიდეის ყვავილი, რომელიც ვანილის სურნელს გამოსცემს, კულინარიაში გამოიყენება.
"ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია, სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი _ სპეციალური ანათალი, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვის სჭირდება _ დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგი სპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირი გახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგად რომ გაიჟღინთოს. ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას _ ქოთნით უნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდე უნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს, შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ. იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმა ნესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს.
ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არ უნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამო დანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით _ აუცილებელია.
ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ და გადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება. სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი.
რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის, მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავე მეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი.
ორქიდეას არ უყვარს, როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზეს უნდა მოვარიდოთ".

No comments:

Post a Comment